კითხვა/პასუხი
მოგესალმებით, ძვირფასო მომხმარებლებო,
გაცნობებთ, რომ პროგრამული უზრუნველყოფის განახლებასთან დაკავშირებით, რამოდენიმე დღით შეჩერებულია სესხის გაცემის პროცესი. მომსახურება განახლდება უახლოესი სამი სამუშაო დღის განმავლობაში.
ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხებისთვის!

მარტივი სწრაფი სესხი!

კითხვა-პასუხი

1. ვინ არიან ჩვენი მომხმარებლები?

ჩვენი მომხმარებლები არიან დასაქმებული, სტაბილური შემოსავლის მქონე 24-დან 55 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები. ჩვენთან სესხის ასაღებად უნდა გქონდეთ მოქმედი ანგარიში საქართველოში მოქმედ ერთ-ერთ ბანკში.

2. როგორ ავიღოთ სესხი

იხ. ბმული "როგორ ავიღოთ"

3. რა დრო სჭირდება სესხის დამტკიცებას?

თქვენი შევსებული განაცხადის განხილვას და სესხის დამტკიცებას (ან უარს) სჭირდება 15-დან 30 წუთამდე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენი სამუშაო დროა ორშაბათიდან პარასკევამდე 10:00-დან 18:00 საათამდე. არასამუშაო დროს შევსებული, დაგროვებული, განაცხადების განხილვა ხდება მომდევნო სამუშაო დღის დასაწყისში, შესაბამისად დილით შევსებულ განაცხადებზე პასუხი შესაძლოა დაგვიანდეს რამოდენიმე წუთით. არის შემთხვევები, როდესაც თქვენს მიერ განაცხადში შევსებული ინფორმაციის დასაზუსტებლად გიკავშირდებიან ჩვენი თანამშრომლები. გთხოვთ, დროულად უპასუხოთ ჩვენს სატელეფონო ზარებს რომ არ შეფერხდეს სესხის დამტკიცების პროცესი.

4. რამდენ ხანში აისახება თანხა ჩემს ანგარიშზე?

1 თეთრის გადმორიცხვა აუცილებელია, რათა მოხდეს თქვენი საბანკო ანგარიშის იდენთიფიცირება. განაცხადი განიხილება მას შემდეგ, რაც მოახდენთ თქვენი ანგარიშის ავტორიზაციას და იგი აისახება ჩვენს ანგარიშზე. განმეორებითი კლიენტებისათვის ანგარიშის ავტორიზაცია(1 თეთრის გადმორიცხვას) აღარ არის საჭირო. თანხა თქვენს ანგარიშზე აისახება გადმორიცხვიდან 15-დან 30 წუთის განმავლობაში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, არასამუშაო დროს მოთხოვნილი თანხა გადმოირიცხება ჩვენს სამუშაო საათებში – ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00 საათამდე.

5. იმისთვის, რომ სესხი მოვითხოვო, დამჭირდება თუ არა თავდები, პირადობის მოწმობა ან სახელფასო ამონაწერი?

სესხის ასაღებად მხოლოდ განაცხადის შევსება საკმარისია. ჩვენთან არც თავდები და არც რაიმე სხვა დამატებითი საბუთები არ გჭირდებათ.

6. რა ოდენობის თანხა შემიძლია ვისესხო თქვენთან და რა ვადით?

ჩვენი სესხები არის 30 დღიანი ვადით და ემსახურება თქვენთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენას ხელფასის აღებამდე. სესხის ოდენობა მერყეობს 300-დან 1500 ლარამდე. კონკრეტულ შემთხვევაში დგინდება სესხის მაქსიმალური ლიმიტი, რაც დამოკიდებულია თქვენს შემოსავალზე, ასაკზე, სესხის განმეორებითობაზე და სხვა მრავალ ფაქტორზე. თუ თქვენს მიერ მოთხოვნილი სესხი აღემატება იმ მომენტისთვის დადგენილ მაქსიმალურ ლიმიტს, ჩვენ გიკავშირდებით და გატყობინებთ ამის შესახებ. შესაძლებელია მოთხონილი თანხისა და ვადის დაკორექტირება.

7. როდის შემიძლია განმეორებითი სესხის აღება და შეიძლება თუ არა სესხის დამატება?

განმეორებითი სესხის მოთხოვნა შეგიძლიათ ბოლო სესხის დაფარვიდან 5 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ. ჩვენთან მიმდინარე სესხზე თანხის დამატება ან/და პარალელური სესხით სარგებლობა არ შეიძლება.

8. რა მოხდება თუ დავარღვევ გადახდის პირობებს?

სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში თქვენი მონაცემები 30 დღის შემდეგ გადაეცემა „კრედიტ ინფო“ საქართველოს მონაცემთა ბაზას, რომელიც მომავალში ხელს შეგიშლით სხვა საფინანსო ორგანიზაციაში სესხის აღებაში. სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ჩვენ მივმართავთ კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს და გარდა სესხის თანხისა, შესაძლოა დაგეკისროთ კანონით გათვალისწინებული სხვა გადასახადებიც.

10. როგორ გადავიხადო სესხი?

იხ. ბმული "როგორ გადავიხადო"

11. რამდენი ხანი აქვს ჩემს განაცხადს ვადა?

თქვენი განაცხადი აქტიურია 3 კალენდარული დღის განმავლობაში. ვადის ამოწურვის შემდეგ, გთხოვთ, ხელახლა მოითხოვოთ სესხი თქვენი პროფილიდან

12. როგორ შემიძლია ჩემი საბანკო მონაცემების განახლება?

თუ გსურთ შეცვალოთ საკუთარი საბანკო რეკვიზიტები, აუცილებელია, სასურველი ანგარიშიდან ჩვენს ანგარიშზე გადმორიცხოთ სიმბოლური თანხა - 1 თეთრი. დანიშნულებაში მიუთითეთ: "ანგარიშის ცვლილება".

13. როგორ გავიგო რომ სესხი დამიმტკიცდა?

ინფორმაციას სესხის დამტკიცების შესახებ მომენტალურად მიიღებთ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით.

14. როგორ გავიგო რომ სესხი არ დამიმტკიცდა?

ინფორმაციას სესხის განაცხადზე უარყოფითი პასუხის შესახებ მომენტალურად მიიღებთ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით.