პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესი
ვებ-გვერდზე www.mon.ge არსებული სარეგისტრაციო ფორმის შევსებით მონაცემთა სუბიექტი
თანახმაა და უფლებას აძლევს შპს „მონლაინ“-ს (საიდენტიფიკაციო კოდი 404945663, იურიდიული
მისამართი: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. #24, ფართი ა_297, ელ. ფოსტა: info@mon.ge), რომ
დაამუშავოს მისი პერსონალური მონაცემები, კერძოდ: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, პირადობის
დამადასტურებელი დოკუმენტის ტიპი, დაბადების თარიღი, სქესი, ტელეფონის ნომერი,
ელექტრონული ფოსტა, მისამართი, საქმიანობის სფერო, ყოველთვიური შემოსავალი, მიმდინარე
ან/და წარსულში აღებული სესხის/ვალდებულების მოცულობა, მისი შესრულება და სხვა მონაცემები.
აღნიშნულ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება ხორციელდება მონაცემთა სუბიექტის
იდენტიფიცირების, მისი განაცხადის განხილვის (მომსახურების გაწევის) და მისთვის სესხის გაცემის
შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემთა სუბიექტის მიერ აღნიშნული მონაცემების
მიწოდება სავალდებულოა, რათა მოხდეს მის მიერ შევსებული სესხის განაცხადის განხილვა.
თუ მონაცემთა სუბიექტი უარს განაცხადებს შპს „მონლაინ“-სთვის აღნიშნული მონაცემების
მიწოდებაზე ან მიაწვდის მცდარ ინფორმაციას ეს შესაძლებელია გახდეს სესხის გაცემაზე უარის თქმის
საფუძველი. სესხის გაცემაზე უარი არ წარმოშობს კომპანიის ვალდებულებას, ახსნას აღნიშნული
უარის საფუძველი.
მონაცემთა სუბიექტი ასევე თანახმაა, რომ შპს „მონლაინ“-მა შეამოწმოს მონაცემთა სუბიექტის მიერ
წარდგენილი ინფორმაციის სისწორე აღნიშნული ინფორმაციის მესამე პირებისთვის (მათ შორის
მონაცემთა სუბიექტის მიერ მითითებული საკონტაქტო პირ(ებ)ისათვის) გამჟღავნებისა და საჯაროდ
ხელმისაწვდომ მონაცემთა ბაზებში გადამოწმების გზით.
მონაცემთა სუბიექტი თანახმაა, რომ შპს „მონლაინ“-მა მისი პერსონალური მონაცემები მასთან
დამატებითი შეთანხმების გარეშე გადასცეს მესამე პირებს, მათ შორის: მსესხებლის მიერ მითითებულ
საკონტაქტო პირებს, პრობლემური სესხების ამოღებაზე მომუშავე კომპანიებს, თანხის გადარიცხვის
სერვისის მომწოდებელ კომპანიებს და სხვა მესამე პირებს.